საზოგადოება

ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

20.03.18 21:15


ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

როგორც „პირველს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ქუვეითში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია და ამჟამად დეტალების გარკვევა მიმდინარეობს.

„საკონსულომ შეიტყო აღნიშნული შემთხვევის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების გარკვევა.

საკონსულო მუშაობს როგორც ქუვეითურ მხარესთან, ასევე კავშირზეა მოქალაქეების ოჯახის წევრებთან“,- განაცხადეს უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამთენიისას 04:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყვნენ, თუმცა ისინი საზღვარზე აიყვანეს და შემოწმებაზე გადაიყვანეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები