საზოგადოება

22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

22.03.18 18:15


საქართველო წლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მოქალაქეს კიდევ უფრო კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ამ რესურსის სწორად გამოყენების და მისი დაცვის მნიშვნელობა.

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.

მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, თბილისის ზღვაზე წყლის სინჯების აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

სპეციალისტებმა აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განსაზღვრეს, ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარდება. მიღებული შედეგები ათ დღეში გახდება ცნობილი.

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და წყლის ხარისხს მდინარეების და ტბების 150-მდე წერტილში იკვლევს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რაც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება საქართველოში წყლის რესურსების სააუზო მართვის დანერგვის მიზნით.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები