საზოგადოება

არქიტექტორები საქართველოს სამშენებლო კოდექსით კმაყოფილი არიან

22.03.18 18:30


სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განახლებული კოდექსის პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს, კომპრომისული ვარიანტია, განაცხადა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძემ პრესკონფერენციაზე.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

დოკუმენტი ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში შეიმუშავეს, თუმცა, პროექტის განხილვა ბიზნეს-სექტორთან აზრთა სხვადასხვაობის გამო იქნა შეჩერებული. ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში დარგის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, რომ პრინციპების დონეზე კომპრომისული შეთანხმებაა მიღწეული. შემიძლია ვთქვა, რომ პროექტის ვერსია იდეალური არ არის, მაგრამ იგი საერთო შეთანხმების საფუძველზე მიღებული კომპრომისული ვარიანტია", — განაცხადა აბულაძემ.

კოდექსის ახალი ვერსია ითვალისწინებს სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ერთიან პროცესს, პროექტირებასა და კონკრეტული ობიექტების მდებარეობას, მშენებლობისა და ექსპლუატაციის წესებს.

„კოდექსის თანახმად ყველაზე მთავარი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ ის უფრო მეტად მოაწესრიგებს სამშენებლო პროცესს, ვიდრე ადრე იყო", — აღნიშნა აბულაძემ.

მნიშვნელოვან ცვლილებად მან დაასახელა მშენებლობაზე კონტროლის გამკაცრება და სამშენებლო ობიექტების დაზღვევა, ჯარიმები უკანონო მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟისთვის, მშენებლობის წესების დარღვევა და ა.შ.

სივრცითი დაგეგმვა გაითვალისწინებს სატრანსპორტო და ეკოლოგიურ ნაწილს და ასევე სხვა დეტალებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები