საზოგადოება

გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს საზეიმო გამოფენა გაიხსნება

06.05.16 16:15


ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი საზეიმო გამოფენა დღეს გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 40-იან წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. აღნიშნული ფერწერული ნამუშევრები თბილისში ბოლოს 1996 წელს ეროვნულ გალერეაში გამოიფინა.

ამ თარიღთან დაკავშირებით ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება მხატვრის ოთხი საიუბილეო გამოფენა. გამოფენები გაიმართება ლადო გუდიაშვილის ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებელს საშუალება ექნება ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს ესტუმროს 6 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე 11 საათიდან 18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.

ლადო გუდიაშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. მისი შემოქმედება დაზგური ფერწერისა და გრაფიკის, წიგნის გრაფიკის, თეატრის და კინოს მხატვრობის ასობით ნამუშევარს მოიცავს. თითქმის შვიდი ათწლეულის განვამლობაში შექმნილი მისი შემოქმედება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ოქროს ფონდის კუთვნილებაა.


წყარო : IPN /www.liberali.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები