საზოგადოება

თბილისი მსოფლიოს საუკეთესო განვითარებად ქალაქად დასახელდა

23.03.18 21:45


2018 წელს თბილისმა მოგზაურობის ექსპერტების მოწონება დაიმსახურა და „საუკეთესო განვითარებად ადგილად“ („Best Emerging Destination”) დაასახელეს. ეს გადაწყვეტილება დამყარებულია წამყვანი სამოგზაურო მედიაკომპანიების რეკომენდაციებზე.

თბილისი, აგრეთვე, მოხვდა „2018-ის საუკეთესო“ (“Best of 2018”) სიაში, სასტუმროები, რესტორნებისა და სანახაობების ხარისხისა და რაოდენობის დამსახურებით.

“National Geographic”, “The Guardian” და “Rough Guides” თანხმდებიან, რომ დროა საქართველომ გაიცნოს საქართველოს დედაქალაქი.

„ქალაქი, რომელიც უამრავი კულტურის გავლენის ქვეშ მოქცეულა და საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის ნაწილი იყო, ინარჩუნებს თავის ორიგინალურობას და ამასთანავე, ღიაა ცვლილებებისთვის“ – წერს TripExpert-ი.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები