საზოგადოება

მუხათწყაროს გზაზე მოჭრილი ხეები 15 868 ლარად შეფასდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

23.03.18 22:00


უწყების ცნობით, შესაბამისი დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი.

,,გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" კონტრაქტორი კომპანია შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემია"-ს მიერ, მოჭრილია 110 ძირი ხე, აქედან 103 - ფიჭვის სახეობის, 6 - თუთის სახეობის და 1- იფანის სახეობის ხე.110-ვე მოხვდა უკანონო ჭრაში და ჯამური ზიანი დადგა 15 ათას 868 ლარი", - განუცხადეს ,,პირველს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

როგორც ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო- ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

როდესაც „პირველმა“ აღნიშნულ თემაზე მუშაობა და დეტალების გადამოწმება დაიწყო, ყველა ზემოაღნიშნულ უწყებაში აცხადებდნენ, რომ მუხათწყაროს გზაზე, ჭრები კანონის დაცვით და ნებართვის საფუძველზე განხორციელდა, თუმცა, თემის სიღრმისეულად გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეები უკანონოდ გაიჩეხა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები