საზოგადოება

მაღალმთიანი რეგიონებისთვის 22 სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანაა გათვალისწინებული

27.03.18 17:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დღეისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 232 ახალ, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას ითვლის.

„სამედიცინო დახმარების, ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით მინდა გამცნოთ, რომ რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამხვილო იმ ფაქტზე, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა არის გათვალისწინებული. დღეისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი ითვლის 232 ახალ, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას, მათ შორის არის რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები. მოგეხსენებათ, რომ ავტოპარკის განახლება მართლაც მნიშვნელოვანი კომპონენტია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები