საზოგადოება

საქართველოში პირველი ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა

30.06.16 21:30


ქუთაისის ისტორიულ რაიონში პირველი ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა, სადაც დამონტაჟებულია „მზის გვირილის“ კონსტრუქცია, რომელიც კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დამუხტვის საშუალებას იძლევა.

"მზის გვირილა" თანამედროვე ტექნოლოგიებით და მზის ელემენტებით აღჭურვილი კონსტრუქციაა, მასთან თავმოყრილია USB დასამუხტი წერტილები.

აღნიშნული ტექნოლოგიური ინსტალაცია, დღისით მზის ბატარეების მეშვეობით იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება.

„ეს შესაძლებლობას იძლევა, დაინერგოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემოში ცხოვრების წესები“, — აღნიშნულია ქუთაისის რაიონული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, აღნიშნულ სკვერში ხელმსაწვდომი იქნება WI-FI, ელ-ბიბლიოთეკა და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება QR კოდების მეშვეობით.

ახალი სკვერი დაათვალიერეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები