პოლიტიკა

საქართველო მკვეთრად არის ორიენტირებული დასავლეთზე - იოახიმ გაუკი

30.06.16 22:10


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს:

„გერმანიაში სტუმრად საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება, ეს ვიზიტი ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს, მომავალ წელს კი დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი უნდა ვიზეიმოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ პირადად შევხვდით ერთმანეთს, გავიცანით ერთმანეთი, მოხარული ვარ, რომ ასევე ბევრი მაღალი რანგის ვიზიტი შედგა და სამომავლოდაც შედგება, ნათელი გახდა, რომ გერმანია მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ხაზგასმით ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე, გერმანიას დიდი ინეტერესი გააჩნია საქართველოსა და რეგიონში სტაბილური და დინამიური განვითარების კუთხით, მოხარული ვარ რომ რეფორმები ჩატარდა, საერთაშორისო დონეზე ეს აღიარებულია, ჩვენ გვიხარია, რომ 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში.

ჩვენ ასევე ვილაპარაკეთ შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რადგან ჩვენ გვაინეტერესებს რამდენად სტაბილურია შიდაპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში, საქართველოში არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენად არის პოლარიზებული ქართული საზოგადოება, მაგრამ გავიგე, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაცია, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ინტერესებში შედის,საქართველო მკვეთრად არის ორიენტირებული დასავლეთზე, რთული დღეების შემდეგ ჩვენ ერთად ვართ brexit-ის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა და მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ევროპის სხვა რეგიონებში ჩვენს პროექტებს მხარს უჭერენ და იზიარებენ“, - განაცხადა იოახიმ გაუკიმ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები