საზოგადოება

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

01.07.16 14:25


ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც აუცილებელია საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

მიმდინარე წელს გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 41,5 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასი ათასზე მეტი ადგილია.

იმისათვის რომ სტუდენტი გახდე, წარმატებით უნდა ჩააბარო სამი აუცილებელი საგანი — საერთო უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა. გარდა ამისა ერთი გამოცდა არჩევით.

გამოცდების ცხრილის თანახმად, 1-2 ივლისს ჩატარდება გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 4-5 ივლისს საერთო უნარებში, 6-7 ივლისს უცხო ენაში.

სამოქალაქო განათლების გამოცდა 12 ივლისს შედგება, მათემატიკაში — 14 ივლისს, გეოგრაფიაში — 15 ივლისს, ისტორიაში — 18 ივლისს, ლიტერატურაში — 19 ივლისს, ბიოლოგიაში — 20 ივლისს, სახვით ხელოვნებაში, ქიმიასა და ფიზიკაში — 21 ივლისს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა გამოყოს დამატებით სამარშრუტო ავტობუსები, რომელიც თბილისის გარეუბნებში განლაგებულ საგამოცდო ცენტრებამდე ივლიან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები