პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

01.07.16 14:45


საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის მიმართულებით. ამასთან, შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და გერმანიის კანცლერმა ევროპული და ევროატლანტიკური დღისწესრიგის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრისას ასევე განხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზეც იმსჯელეს.

როგორც პრეზიდენტის საგარეო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცემხარდამჭერად. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ძალიან დიდი ინტერესი გამოიკვეთა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებთან, დემოკრატიულ რეფორმებთან დამომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.

„საქართველოს ჰქონდა და მომავალშიც ექნება გერმანიის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები