საზოგადოება
01.07.16 14:55
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებულ ესეებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებულები საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
კონკურსი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა, თემაზე – „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.
გიორგი მღებრიშვილმა სკოლის მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა: “იცით, რატომ იყო ეს კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ასეულობით ბავშვმა დაიწყო ფიქრი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ეს ჩემთვის და ჩემი უწყებისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება პირდაპირ კავშირშია ბავშვებისა და მოზარდების შესაბამის განათლებასთან. ამ მიზნით, ჩვენ ბევრ პროექტს ვახორციელებთ. მალე საქართველოში პატარებისთვის „უსაფრთხო სოფელი“ შეიქმნება, სადაც ბავშვებს გასაგებ ენაზე, შემეცნებით-გასართობი მეთოდებით, უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს აზიარებენ. გმადლობთ ყველას, რომ ერთად გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხო საგზაო მოძრაობისკენ“.
კონკურსისთვის სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრებმა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი, ფინალურ ეტაპზე გასული 500-მდე ესედან და ნახატიდან 9 გამარჯვებული და 21 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები გამოავლინეს და დააჯილდოვეს. ასევე, დაჯილდოვდა კონკურსში მონაწილე მაკეტის ავტორიც.
ნახატების კონკურსში გამარჯვებული უმცროსკლასელები:
1.ქრისტინე ხითარიშვილი – ქ. ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე;
2.ანა კურტანიძე – ქ. თბილისის N39 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე;
3.მარიამ ზირაქიშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსაწავლე.
ნახატების კონკურსში გამარჯვებული უფროსკლასელები:
1.თამთა ნაცვლიშვილი – ქ. თბილისის N180 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
2.მარიამ ტოგონიძე – ქ. რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე;
3.ვალერია მელიქიანი – ქ. თბილისის N96 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე.
ესეების კონკურსში გამარჯვებულები:
1.ოლანი ბიწაძე – ქ. ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
2.მარიამ აბაშიძე – ქ. რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე;
3.გვანცა ბარბაქაძე – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.
მაკეტის ავტორი: გიორგი ხაჟალია – ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფიქრია მიქაბერიძე, ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ია ვახტანგიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი გუგა თევდორაძე და ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო.
კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24