მსოფლიო

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა

10.04.18 17:15


სომხეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, „იმ წარმატებების გათვალისწინებით, რომელიც არსებულმა პოლიტიკურმა კონფიგურაციამ მოიტანა, თანაპარტიელებს არსებული პოლიტიკური კონფიგურაციის შენარჩუნება შევთავაზეთ და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარვადგინეთ“.

სომხეთში 2015 წლის დეკემბერში გამართული რეფერენდუმის შედეგად, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეიკვეცა. პრეზიდენტს კი პარლამენტი ირჩევს.

9 აპრილს მოქმედ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს უფლებამოსილება ამოეწურა და ძალაში ახალი კონსტიტუცია შევიდა, რომლის მიხედვით ხელისუფლება პარლამენტსა და მთავრობის ხელში გადადის, პრეზიდენტის ფუნქცია კი მხოლოდ წარმომადგენლობითი იქნება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები