მსოფლიო

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებია

11.04.18 14:30


დღეს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა.

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აზერბაიჯანის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან: ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი. გუდრატ ჰასანგულიევი – პარლამენტის წევრი, კანდიდატურა წამოყენებულია ერთიანი აზერბაიჯანის სახახლო ფრონტის პარტიის მიერ. არაზ ალიზადე – პარლამენტის წევრი, კანდიდატურა წამოყენებულია აზერბაიჯანის “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” მიერ. ფარაჯ გულიევი – პარლამენტის წევრი, კანდიდატურა წამოყენებულია "ნაციონალური აღორძინების პარტიის" მიერ. ზაჰიდ ორუჯი – პარლამენტის წევრი, კანდიდატურა წამოყენებულია საკუთარი ინიციატივით. ჰაფიზ გაჯიევი, კანდიდატურა წამოყენებულია პარტია „თანამედროვე მუსავათის“ მიერ. რაზი ნურულაევი, კანდიდატურა წამოყენებულია „სახალხო ფრონტელების საინიციატივო ჯგუფის“ მიერ.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 11 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა 5 თებერვალს მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს ჩატარდება.

1 თებერვალს კი, ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს.

2016 წელს ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტი შვიდი წლის ვადით აირჩევა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები