პოლიტიკა

”ქართული ოცნების” შიდა კვლევა: ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 70% უჭერს მხარს, ნატოში გაწევრიანებას 64%

01.07.16 16:05


პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნების” შიდა პარტიული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 70% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 64% - ნატოში გაწევრიანებას.

პარტიის ცნობით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შიდაპარტიული კვლევა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ”ფსიქოპროექტმა” ჩაატარა.

„კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში“-აცხადებენ პარტიაში.


წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები