საზოგადოება

haqqin.az – საქართველოს საპატრიარქომ სომხებსა და ქართველებს შორის ქორწინება აკრძალა

01.07.16 16:15


სომხური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს სომხებსა და ქართველებს შორის ქორწინების აკრძალვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, უკვე დიდი ხანია სომხური ეკლესია საქართველოსგან 442 ტაძრის დაბრუნებას ითხოვს, რომლებიც თითქოს სომხურია.

2014 წლიდან სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ თბილისზე ზეწოლა გააძლიერა და ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა მოსთხოვა“.

სომეხმა ეპისკოპოსმა საქართველოში ვაზგენ მირზახანიანმა წელიწადნახევრის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა იმ ეკლესიების ჩამონათვალი, რომლებიც სომხებს უნდა გადაეცეთ.

ამავე გამოცემის ცნობით, სომხური ეკლესია ყველანაირად ცდილობს, აჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქართველები სომხურ ტაძრებს ანგრევენ და საქართველოში სომხების უფლებებს არღვევენ.

სომხური მედიის ცნობით, ივნისში კუნძულ კრიტზე ათი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტი განიხილებოდა. ყველა დოკუმენტს მართლმადიდებელი ელესიების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს, მაგრამ საქართველომ „ქორწინების საიდუმლოს და წინააღმდეგობების შესახებ“ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

სომხურმა მედიამ მაშინვე დაუკავშირა ეს საკითხი შერეულ ქართულ-სომხურ ქორწინებებს, რასაც საქართველოს საპატრიარქო მხარს არ უჭერს. haqqin.az წერს, რომ იმ დროს როდესაც სომხური ეკლესია ქართველებს არატოლერანტობაში ადანაშაულებს, მას ავიწყდება, რომ ქართული მხარის ფრთხილი დამოკიდებულება თავად სომხების მოქმედებებმა განაპირობა, რომლებიც „სომხური ეკლესიების დაბრუნების“ საბაბით სინამდვილეში ქართული მიწების მისაკუთრებას აპირებენ, რომლებზეც ეს, ვითომდა, სომხური კულტურული ძეგლები მდებარეობს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები