საზოგადოება

თელავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

01.07.16 16:50


თელავში, გუშინ, დღის ბოლოს ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია.

ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვიტა, რის შედეგადაც ქალაქი რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

„ამინდის გაუარესებამ ქალაქში პრობლემები შექმნა. მრავალსართულიან კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა. არის კიდევ რამდენიმე შემთხვევა. მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

საბედნიეროდ, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, — განაცხადათელავის ვიცე-მერმა თემურ თვარელიშვილმა.

მისი სიტყვებით, ღამით მობილიზებული იქნა სამაშველო-სახანძრო ბრიგადები, დილიდან კი აღდგენითი სამუშაოები ტარდება. გამომდინარე იქიდან, რომ ქარი ჩადგა, ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

უამინდობამ პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც. კოკისპირულმა წვიმამ თბილისში ცენტრალურ ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, წვიმას სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები