საზოგადოება

საქართველოში იმიგრანტების რაოდენობა 2016 წელს 43142 იყო

16.04.18 16:15


არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“ საკუთარ ვებ-საიტზე greencaucasus.org.ge გამოაქვეყნა ანგარიში „საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ“, რომელშიც სხვადასვა სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზებულია ბოლო პერიოდის იმიგრაციული ნაკადები.

ანგარიში შედგენილია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“-ს მიერ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მულტიკულტურული თბილისი დღეს“ ფარგლებში სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკისა და მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქსტატის მონაცემებით, რომლებიც ეფუძნება საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს, სხვა ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობა 2016 წელს იყო 43142, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1,16%-ს შეადგენდა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები