საზოგადოება

ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა ქალს „ზებრა“ გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა

16.04.18 17:15


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თამარ მეფის გამზირზე ახალგაზრდა ქალბატონი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა თბილისში დღეს დილით, 09:00 საათზე მოხდა. INFINITI –ის მარკის ავტომობილი „ზებრა“ გადასასვლელზე ქვეითს დაეჯახა.

დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები