საზოგადოება

დღეიდან რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

16.04.18 19:30


დღეიდან, 16 აპრილიდან 30 აპრილამდე რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება, იტყობინება „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია „ლეიტნერის" სპეციალისტები აწარმოებენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები