მსოფლიო

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

16.04.18 21:20


სომხეთის ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და კოალიციურმა „დაშნაკცუტუნმა“ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში სხდომა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

ბოლო რამდენიმე დღეა ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან იმას,რომ სარგსიანი პრემიერობის კანდიდატად დასახელდეს.

პრემიერ-მინისტრის არჩევნები სომხეთში ეროვნული კრების სხდომაზე 17 აპრილს გაიმართება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები