საზოგადოება

ფაროსანათან ბრძოლის ღონისძიებები კახეთში განიხილეს

17.04.18 16:30


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონების გუბერნატორებიც ესწრებოდნენ, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს დაეთმო.

ასევე აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გასატარებელ ღონისძიებებში კოორდინირებულად იქნება ჩართული.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები