პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

06.05.16 17:35


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

„მთელ საქართველოს გილოცავთ ტყვეთა განმათავისუფლებლის და ღატაკთა ხელის ამპყრობი მებრძოლი წმინდანის დღეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს დღე მოგილოცოთ კასპიდან, სასირეთიდან, სადაც 145 წლის წინ დაიბადა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მებრძოლი დაუმარცხებელი გენერალი, გიორგი მაზნიაშვილი და სწორედ წმინდა გიორგის შემართებით და იდეალებით ემსახურა თავის სამშობლოს. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მის გვარს და გილოცავთ ყველას დღევანდელ მშვენიერ დღესასწაულს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი კასპში იმყოფება. დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.


წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები