მსოფლიო

პროტესტი სომხეთში - ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

17.04.18 20:25


სომხეთში მეოთხე დღეა საპროტეტო აქციები მიმდინარეობს. რამდენიმე ათასი მოქალაქე პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჟ სარქისიანის არჩევას ეწინააღმდეგება.

სამოქალაქო ინიციატივა „გადადგი ნაბიჯი“ და“უარყავი სერჟი“ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ და მოუწოდებენ მიიღონ ქმედითი ზომები სომხეთის მთავრობის გამოსაფხიზლებლად, რათა ხელისუფლებამ შეწყვიტოს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებების და უმაღლესი კანონის წინააღმდეგ წასვლა.

„დარწმუნებული იყავით, რომ სეჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სომხეთში გარდაუვალია დემოკრატიული კრიზისი. მიგვაჩნია, რომ მისი მმართველობის მესამე ვადა მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყველა ქმედება არაძალადობრივია და ატარებს მშვიდობიან ხასიათს, ვაცნობიერებთ სომხეთის, როგორც საერთაშორისო სუბიექტის როლს და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას :

-გამოვიდნენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მხარდამჭერი განცხადებებით და მხარი დაუჭირონ შეუწყონ მათ მშვიდობიანი შეკრების უფლების თავისუფლად განხორციელებას.

-მოახდინონ სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და სომხეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

-დაგმონ ძალადობა და მუდმივი ზეწოლა საპროტესტო აქციების უიარაღო მონაწილეებსა და ორგანიზატორებზე."- ნათქვამია მიმართვაში.

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სომხეთის საელჩოებთან სომხური დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და თანამემემულეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები