საზოგადოება

ხარაგაულში ავტომობილი ხრამში გადავარდა - დაიღუპა ორი მეთერთმეტეკლასელი ახალგაზრდა

17.04.18 20:40


ხარაგაულში ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Imedi.

უბედური შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილში მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ორი მეთერთმეტეკლასელი ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომლებიც მეგობრის დაბადების დღის წვეულებიდან მოდიოდნენ. ერთ–ერთმა ახალგაზრდამ საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, რის შედეგადაც ავტომობილი ხრამში გადავარდა.

ცხედრების პოვნა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 —ე მუხლის მეშვიდე ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“) დაიწყო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები