საზოგადოება

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდება

17.04.18 21:15


რიკოთის უღელტეხილის პროექტირების დასრულება 2018 წლის მაისში იგეგმება, შემდეგ ეტაპზე კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება და სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება, ნათქვამიასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია, 11.7 კმ), ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია, 12,2 კმ), უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია, 13 კმ) და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია, 14,7კმ).

უწყების ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-არგვეთას გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს, კერძოდ, ჩუმათელეთი — ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას.

„ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი და ერთ–ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტზე ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე დაიხარჯება.

რიკოთის უღელტეხილი ხარაგაულისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. 1982 წელს უღელტეხილის ქვეშ საავტომობილო გვირაბი გაიხსნა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე მდებარეობს და 1,7 კილომეტრის სიგრძისა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები