მსოფლიო

ერევანში აქცის მონაწილეებს აკავებენ

18.04.18 18:00


ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეებს აკავებენ.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები საფრანგეთის მოედნის მიმდებარე ქუჩებს ბლოკავენ, თუმცა სამართლდამცველები ქუჩების გახსნას აანონსებენ.

დილიდან, აქციის მონაწილეებმა პრემიერის რეზიდენციისკენ მოაწყვეს მსვლელობა, თუმცა ტერიტორია მალევე დატოვეს.

ამასთან, აქციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მოუწოდებს მონაწილეებს ქუჩების გადაკეტვის დროს არანაირი ნივთები არ გამოიყენონ.

სომხეთში მიმდინარე აქციებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ აქციების მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება და მოუწოდებს „ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ დაძაბულობას და ძალადობრივ ქმედებას“.

საპორტესტო აქციები სომხეთში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ქუჩაში გამოსული ხალხი, პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები