ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება

19.04.18 17:30


საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება.

ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2018-2023 წლების საპროგნოზო მაჩვენებლები განაახლა. საქართველოსთვის შეფასება ასეთია – ეკონომიკური ზრდა 2018 წლისთვის 4.5 პროცენტი, 2019 წლისთვის 4.8 პროცენტი, 2020 წლისთვის 5 პროცენტი, 2021-2023 წლებში – 5.2 პროცენტი.

აღნიშნული მაჩვენებლებით საქართველო სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს, ასევე თურქეთს, რუსეთს, უკრაინას, მოლდოვას და ბელარუსს უსწრებს.

მაგალითად, თუ საქართველოს ეკონომიკა 2018-2020 წლებში მთლიანობაში 14.3 პროცენტით გაიზრდება, თურქეთში ეს მაჩვენებელი 12 პროცენტს შეადგენს. მოლდოვაში ეკონომიკური ზრდა 11.1 პროცენტი იქნება, სომხეთში – 10.4 პროცენტი, უკრაინაში – 10 პროცენტი, აზერბაიჯანში – 9.5 პროცენტი, ბელარუსში – 7.2 პროცენტი, რუსეთში კი – 4.7 პროცენტი.

2018-2023 წლების შეფასებაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 29.9 პროცენტს აღწევს.

შედარებისთვის, თურქეთში ეს მაჩვენებელი 22.8 პროცენტს შეადგენს.

ტრადიციულად, მაღალია ეკონომიკური ზრდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მათგან 2018-2023 წლებში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები თურქმენეთსა და უზბეკეთშია, საქართველოზე ნაკლები ზრდა კი, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთშია ნავარაუდევი.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები