საზოგადოება

ირლანდიაში ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნა

19.04.18 17:45


ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინში მდებარე ევროპის სახლში, ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გამოფენა ოფიციალურად გახსნეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა, დუბლინის ლორდ-მერმა მიჰოლ მაკ დონაქამ და ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯერი ქაილიმ.

ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიალის შემდგომ გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და სამეცნიერო წრეების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფოტოგამოფენა ევროპის სახლში 2018 წლის 4 მაისამდე გაგრძელდება.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები