საზოგადოება

საქართველოს ელჩმა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

19.04.18 18:00


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს აბდულა იემინ აბდულ გაიუმს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის, რომლის დროს მიმოხილულ იქნა საქართველოსა და მალდივების რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები.

მალდივების პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს პირველ არარეზიდენტ ელჩს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

მალდივების რესპუბლიკის დედაქალაქ მალეში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მალდივების მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები