ეკონომიკა

საქართველო-ბრაზილიის პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა

19.04.18 19:15


მიმდინარე წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში, სასტუმრო „Rooms Hotel”-ში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართა საქართველო-ბრაზილიის ბიზნეს ფორუმი.

ფორუმის ფარგლებში, ქართულმა მხარემ უმასპინძლა ბრაზილიის ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს, ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: მანქანა-დანადგარების ნაწილების წარმოება, ელექტრომოწყობილობები, მსუბუქი მრეწველობა, კვლევითი მომსახურებები, ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

შეხვედრაზე ბრაზილიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს გარემოს შესახებ და განხილულ იქნა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფორუმზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით დონდუა, საქართველოში ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი სისერო მარტინს გარსია, ბრაზილიის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ევრაზიის განყოფილების უფროსი ბატონი ალმირ რიბეირო ამერიკო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტის მართვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვეკუა.

ღონისძიებას საქართველოს ბიზნეს-სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრებზე მხარებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე.

ფორუმის ფარგლებში, ასევე გაკეთდა პრეზენტაციები ანაკლიის საქალაქო პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები