საზოგადოება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

19.04.18 21:20


მიმდინარე წლის 19 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, კონტრაქტორმა ორგანიზაციამ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, ორმოული შეკეთების სამუშაოების წარმოებისას გორის გვირაბი რამდენიმე საათით ჩაკეტა.

კონტრაქტორ ორგანიზაცია შპს “იბოლიასთან“ მიმართებაში, აღნიშნული ქმედების გამო, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია და გორის გვირაბში გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები