საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს უმასპინძლებს

20.04.18 15:45


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ღია კარის დღეს უმასპინძლებს.

უწყებას თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეწვევიან.

ღია კარის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი,საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად გახსნის სპეციალურ ინსტალაციას 100, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის ისტორიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით შენობის მთავარ შესასვლელში განთავსდება.

ღია კარის დღეების მიზანია სკოლისმოსწავლეებში პროფესია დიპლომატის შესახებ ცნობადობის ამაღლება.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა სტუმრებს გააცნობენ სამინისტროს საქმიანობას და ქართულიდიპლომატიის ისტორიას.აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით სამინისტრო ღია კარის დღეს რამდენჯერმე უმასპინძლებს,საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი 26 მაისამდე გაიმართება არაერთი შემეცნებითი ღონისძიება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები