საზოგადოება

გიგლა აგულაშვილი ორგანიზაცია OECD-ის დელეგაციებს შორის შეხვედრას დაესწრო

01.07.16 19:25


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან ერთად საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციებს შორის შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრას პირველ ვიცე პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის, განათლებისა და მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები