ეკონომიკა

ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია

20.04.18 19:30


ნავთობის ფასებმა 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია – ბარელი ნავთობის ფასმა 74$-ს გადააჭარბა. როგორც Finanacial Times-ი წერს, ფასების მატება რუსეთისა და OPEC-ის ქვეყნების შეთანხმების შედეგია, რომლებიც წარმოების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

ასევე, ნავთობის ფასი გაზარდა ვენესუელაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და აშშ-ს მიერ ირანზე სანქციების შესაძლო დაწესებამ.

უახლოეს მომავალში OPEC-ის წევრი ქვეყნები და რუსეთი ერთმანეთს შეხვდებიან, რათა სამომავლო გეგმები განიხილონ. FT-ის ვარაუდით, ნავთობის წარმოებაზე შეზღუდვები 2019 წელსაც იმოქმედებს.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები