მსოფლიო

ერევანში ბარიკადებს აგებენ, დაკავებულია 166 ადამიანი

20.04.18 20:00


ერევანში აქციის მონაწილეებმა ქუჩების ბლოკირება დაიწყეს. საგზაო მოძრაობის აღდგენის მიზნით პოლიცია ევაკუატორებს იყენებს.

ქუჩების ბლოკირების პარლალელურად დემონსტრანტების მასობრივი დაკავება მიმდინარეობს. დილიდან სამართალდამცველებმა უკვე აქციის 166 მონაწილე დააკავეს.

დღეს, საპროტესტო აქციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოხდებოდა გზების ბლოკირება. მისი თქმით, თუ ეს გეგმა შესრულდა „ხავერდოვანი რევოლუციის“ დასრულებამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩება.

ერევანში საპროტესტო აქციები 13 აპრილიდან მიმდინარეობს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები