მსოფლიო

ერევანი საგანგებო რეჟიმის მოლოდინშია - პროტესტი გრძელდება

23.04.18 20:00


სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარქისიანი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესო აქციების გამო, საგანგებო რეჟიმის შემოღება აუცილებელი არ გახდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ვირას საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ერევანში, რომელიც ექს-პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ მიმდინარეობს, პოლიციამ სპეცსაშუალებები გამოიყენა. ამას წინ უძღოდა შეხვედრა სარქისიანსა და ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს შორის, რომელიც სულ სამ წუთს გაგრძელდა
და უშედეგოდ დასრულდა.

პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის ქმედებებს შანტაჟი უწოდა და ფაშინიანს, გარდა იმისა, რომ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნება ურჩია, ასევე დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხდარზე პასუხისმგებლობა პირადად მას დაეკისრებოდა.

ამის შემდეგ პოლიციამ მიტინგის დაშლა დაიწყო. სამართალდამცველებმა ფაშინიანი და აქციის სხვა ორგანიზატორები იძულებით გაარიდა შეკრების ადგილს, შემდეგ კი დააკავა.

საპროტესტო აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მოქალაქეთა პროტესტი ექს-პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის პრემიერად დანიშვნას აპროტესტებენ, რომლის ხელშიც, საკონსტიტუციო რეფორმების თანახმად, იყრის თავს რეალური ძალაუფლება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები