მსოფლიო

სერჟ სარგსიანი გადადგა

23.04.18 20:50


სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა.

ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სარგსიანი პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს იქნა არჩეული, თუმცა ამას მოსახლეობა საპროტესტო აქციებით შეხვდა.

კერძოდ, პარტია "ელკის" ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მიერ ორგანიზებული აქცია 13 აპრილიდან დაიწყო.

22 აპრილიდან აქციამ კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, რაც ფაშინიანმა და სარგსიანმა მოლაპარაკება გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა დათმობაზე არ მიდის და აქცია გაგრძელდება.

განცხადებიდან დაახლოებით 30 წუთში სამართალდამცველებმა ნიკოლ ფაშინიანი და კიდევ ორი ლიდერი დააკავეს.

ამის მიუხედავად აქცია გაგრძელდა და მას დღეს უკვე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ.

სერჟ სარგსიანმა პრემიერის პოსტზე 6 დღიანი კარიერა დაასრულა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები