საზოგადოება

ცნობილი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა

23.04.18 21:05


42 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა.

ნინო ხურციძე მძიმე სენს ებრძოდა. მას ავთვისებიანი სიმსივნე დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოაჩნდა. მკურნალობის მიუხედავად, დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

ნინო ხურციძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთ საჭარაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოს სამ გუნდურ ჩემპიონატსა და ევროპის შვიდ გუნდურ ჩემპიონატზე უასპარეზია.

ნინო 1991 წელს 16-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1993 და 1995 წლებში კი მსოფლიოს ჩემპიონობა 20-წლამდელთა შორის მოიპოვა. 1998 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტებშიც გახდა.

ნინო ხურციძეს ფიდეს რეიტინგში ყველაზე მაღალი პოზიცია - მე-11 ადგილი 1999 წელს ეკავა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები