პოლიტიკა

"რა პრობლემაც დღეს არსებობს სასამართლოს წინაშე, ჩემი წილი პასუხისმგებლობაცაა"- პრეზიდენტი

24.04.18 14:00


საქართველოს პრეზიდენტის თქმით სამართლიანი სასამართლოს საკითხი ყველა ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივითაა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის ვერ იტყვის იმას, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ამ გამოწვევას თავი გაართვა და სასამრთლოს დღევანდელი მდგომარეობაში პირადად მისი წილი პასუხისმგებლობაცაა. აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტმა აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა:

„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამას გავართვი თავი და ვერც იმას ვიტყვით, რომ პროცესის გარკვეული ეროზია არ მოხდა. მე კონკრეტულ პიროვნებებს არ განვიხილავ, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვეტყოდი, რომ ყველაფერი გავაკეთე. ის, რა პრობლემაც დღეს არსებობს სასამართლოს წინაშე ქვეყანაში, ჩემი წილი პასუხისმგებლობაცაა ამაში.“- განაცხადა მარგველაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები