პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

24.04.18 14:15


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, სერჟ სარგსიანის გადადგომას გამოეხმაურა.

"მინდა მივმართო ჩემს დებსა და ძმებს სომხეთში. მინდა მოგილოცოთ. დღეს თქვენ იმის ყველა საფუძველი გაქვთ, რომ თქვენი თავით იამაყოთ, იამაყოთ იმით, რომ სომხები ხართ, რომ ამაყი ხალხი ხართ, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ მას აქვს ღირსება, რომ სურს ნორმალური ცხოვრება. ეს არის კორუფციისგან თავისუფალი ცხოვრება, როდესაც სხვები არ გკარნახობენ თუ როგორ მოაწყოთ თქვენი ცხოვრება, როდესაც პირთა ერთი ჯგუფი ყველაფერს არ იტაცებს და ხალხს არაფერს უტოვებს. მე დღეს დავრწმუნდი, რომ სომხეთს დიდი მომავალი აქვს. მხარს გიჭერთ. ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები