პოლიტიკა

„ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ“

24.04.18 15:00


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ დგამს. ზურაბ აბაშიძის განცხადებთ, რუსეთის მხარე ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხარე რამენაირად აირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვას, მაგრამ ჩვენ იქ არ გავურბივართ ჩვენი მხრიდან რთული საკითხების წამოჭრას, ჩვენი პოზიციის, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას“,-განაცხადა აბაშიძემ.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები