პოლიტიკა

ევროპის საბჭოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

24.04.18 17:00


სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სასესიო კვირეულის ფარგლებში, 23 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

ღონისძიება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიქელე ნიკოლეტმა, გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

საზეიმო მიღების დროს მოწვეულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ფოტო-გამოფენის მასალებს და მეტი გაეგოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარების ასწლოვანი ისტორიის შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოხდა ამ თემაზე საუბარი და ასევე გამოფენის გახსნა, რომელიც ფოტოებით ასახავს და გადმოსცემს სწორედ პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობას ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ევროპულ ქვეყნას 100 წლის წინ, ერთი საუკუნის წინ ეს ღირებულებები იმ პერიოდისთვის არ გააჩნდა და საქართველო ნამდვილად იყო განსაკუთრებული, პროგრესული ქვეყანა. ჩვენ სამწუხაროდ ეს ყველაფერი რუსული ოკუპაციის გამო ნაწილობრივ დავკარგეთ. მაგრამ ეს გამოფენა ხელს უწყობს, რომ ევროსაბჭომ და ევროპელმა დეპუტატებმა უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ ქართული სახელმწიფოს ფესვები რამდენად შორის მიდის და რამდენად ღირებულებითი თვალსაზრისით არის სწორედ ევროპული“, - განაცხადა საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები