პოლიტიკა

ფრანგულ მხარესთან მეცნიერების მხარდამჭერი მემორანდუმი გაფორმდა

24.04.18 17:15


ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საფრანგეთის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია როგორც ერთობლივი პროგრამებისა და ღონისძიებების გზით, ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობა, ასევე საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, მუშაობა დაიწყება საფრანგეთის უნივერსიტეტებში ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრების დაარსების თაობაზე.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მანანა მიქაბერიძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-ივ ლავუარმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები