პოლიტიკა

გიგი წერეთელი - ეუთო მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

24.04.18 17:45


ეუთო სომხეთის დემოკრატიულ გზას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა განცხადება ეუთოს ოფიციალურ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

,,საერთაშორისო ორგანიზაცია თვალყურს ადევნებს სომხეთში მიმდინარე პროცესებს. ეუთო მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და იმედი აქვს, რომ სომხეთის მომავლისა და ინტერესებისთვის ისინი მომავალშიც საპასუხისმგებლო ნაბიჯებს გადადგამენ.

ეუთო მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომის და სომხეთში ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე“, - აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთელის განცხადებას პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები