პოლიტიკა

"პატრიოტები ოკუპანტ ქვეყანაში მიდიან - გიორგი ლომია მოსკოვში უკვე წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს

24.04.18 19:00


"პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში არაფორმალურ ვიზიტს გეგმავს.

საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია მეხუთეა დღეა, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში იმყოფება და წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შეხვედრების დეტალებზე „კურიერთან“ არ საუბრობენ.

„ცდილობთ, გამომძალოთ ინფორმაცია, რომ ჩამოვალ, მერე გავაკეთებ კომენტარს,“- განაცხადა ლომიამ.

გიორგი ლომიას მოსკოვში ყოფნას ემზარ კვიციანი გამოეხმაურა და თქვა, რომ „სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2-მა“ იცის გია ლომია სად იმყოფება და მე არ ვიცი. აზრზე არ ვარ, ჯერჯერობით არავის არაფერი უთქვამს".

ემზარ კვიციანმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ხელისუფლება არ უნდა იყოს გაჩერებული. მუდმივად უნდა დგამდეს ნაბიჯებს ტერიტორიების დასაბრუნებლად, არა მარტო ტერიტორიების, არამედ თვითონ ხალხის, ჩვენი ძმები ვინც დავკარგეთ, იმათ დასაბრუნებლად, აფხაზებისა და ოსების. როდესაც გაჩუმებულია, გაჩერებულია და თითქოს, გველის ნაკბენივით ვერაფერს ახერხებს ხელისუფლება, მაშინ ამისთვის არსებობს ოპოზიცია და დანარჩენი პოლიტიკოსებიც, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ როდესაც ქართველებსა და რუსებს შორის, აფხაზებს შორის, ოსებს შორის წინ გადაიდგა ნაბიჯი, ხელად გვახსოვს ტატუნაშვილი.

ხანდახან ჟურნალისტები 15-20-ჯერ გვირეკავენ, მე არ ვიღებ ტელეფონს, არ მინდა, მაგრამ 21-ეჯერ ხომ ვიღებ ტელეფონს, ანუ შანსი არის, ანუ ერთხელ წავალ, მეორედ, მესამედ, მეათედ და შანსებიც გამოჩნდება,“- განაცხადა ემზარ კვიციანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები