საზოგადოება

ინციდენტი თბილისის 24-ე სკოლასთან - მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

24.04.18 20:20


თბილისის 24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მოსწავლეებს დაზიანებები არ მიუღიათ. ამის შესახებ ,,პირველს" შსს-ში განუცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანები თამბაქოს ეწეოდნენ, რის გამოც, მათ გამვლელმა შენიშვნა მისცა. აღნიშნულს კი ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ,,პირველს" შსს-ში უთხრეს, 24-ე სკოლასთან დაჭრის ფაქტი არ მომხდარა და ინციდენტში არ ფიგურირებს ცივი იარაღი- დანა.

უწყებამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები