პოლიტიკა

"პატრიოტები" მოსკოვში - ინაშვილი პარლამენტისგან დელეგაციისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ითხოვს

24.04.18 20:35


„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგი კერძო, არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება.

პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ითხოვს, პარლამენტმა დელეგაციას ოფიციალური დელეგაციის სტატუსი მიანიჭოს, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთის დუმაში და შეხვედრებს მართავდეს.

"პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდა, სადაც საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს, ქვეყნის მტრობად, რუსეთის აგენტობად არის აღქმული.

ამ აბსურდული ლოგიკით, ყველაზე დიდი აგენტი არის ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ ნატო რუსეთის იზოლაციას არ აპირებს, ნატო აპირებს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ახალი პრობლემებისგან, ახალი ტერიტორიების დაკარგვისგან. ის, რომ მოხდეს ურთიერთგარკვევა, ურთიერთობების დარეგულირება, ამ ნაწილში ჩვენ ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია,"- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები