პოლიტიკა
24.04.18 21:40
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი მუშაობას, ბათუმში აგრძელებს. მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.
მისი განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფო თავად ირჩევს მმართველობის ამა თუ იმ მოდელს და იგი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს და მის ხასიათს ეფუძნება. შესაბამისად, რთულია მსჯელობა რომელი მმართველობის სისტემაა უფრო სწორი და გამართლებული. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში პარალელები წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ახალ საკონსტიტუციო მოდელს შორის გაავლო.
„2010 წელს, წინა ხელისუფლებამ განახორციელა პირველი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებში მივიღეთ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიამ შენიშვნები გამოთქვა. მიმაჩნია, რომ არსებული ცვლილებები განპირობებული იყო წინა ხელისფლების სურვილზე, რათა მათი ხელისუფლებაში ყოფნა განმტკიცებულიყო”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე შეფასებით, არსებული ცვლილებები პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის მმართველობის ორმაგ სტანდარტს წარმოადგენდა, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზეც ვრცელდებოდა.
„ახალი კონსტიტუციით ეს მოდელი შევცვალეთ. გავითვალისწინეთ ესტონური მოდელი, სადაც პრეზიდენტს აღარ აქვს ეროვნული უშიშროების საბჭო, თუმცა იქმნება თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს იკრიბება როგორც უმაღლესი პოლიტიკური სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ ამა თუ იმ თანამდებობის პირის არჩევა უნდა იყოს ადექვატური მის უფლებამოსილებასა და ფუნქციებთან. „მაშინ როდესაც ჩვენ მთლიანად გადავდივართ საპარლამენტო მმართველობაზე პრეზიდენტის ფუნქციები მაქსიმალურად შემცირებულია და ვთვლით, რომ პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევა ეს იყო იმაზე მეტი ლეგიტიმაცია, ვიდრე პრეზიდენტს უფლებამოსილება გააჩნდა. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხს – ქვეყანას საინტერესო საკონსტიტუციო მოდელი შევთავაზეთ. იმ საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით, რაც გამოიხატება მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ჩვენ გვჭირდებოდა გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღება და არსებული რესურსის სწრაფად და ეფექტურად გამოყენება. მსგავსად წინა კონსტიტუციისა საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება დარჩა პრეზიდენტს, თუმცა გაუქმდა პარლამენტისთვის გათვალისწინებული 48 საათიანი დრო. ახალი მოდელით პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ საომარი მდგომარეობა შედის ძალაში და გამოიცემა ორი აქტი, როგორც მთავრობისთვის, ასევე საკანონმდებლო ორგანოსთვის”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, სესიაში მონაწილეობა მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალინო კანასმა, რომელმაც საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში პარლამენტების როლზე ისაუბრა.
წყარო : /www./news.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24