საზოგადოება

სანქციები დანაშაულის დაფარვისთვის შეიძლება გამკაცრდეს

25.04.18 16:05


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შსს-ს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

შესწორებების მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება და სასჯელის ადეკვატური ზომების გამოყენება მათ მიმართ, ვინც არ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან და ხელს აფარებს ადამიანებს, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი დანაშაულის დამალვა ან შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება და მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს.

საქართველოს შსს წინადადებით გამოვიდა, რომ მოხდეს სასჯელის დიფერენციაცია დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით.

მძიმე ან განსაკუთრებით მძიმნე დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

კანონპროექტის თანახმად, ასევე მძიმე დანაშაულად ჩაითვლება მოწმის უარი ჩვენების მიცემაზე. ეს ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები